LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ხანძრების მოწყობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

73

საბერძნეთში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც აღმოსავლეთ ატიკაში, მარათონას მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარშია ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც 91 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბერძნული მედია საბერძნეთის სახანძრო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, მას ბრალად ედება ხუთი კოცონის გაჩაღება 26-დან 31 ივლისის ჩათვლით რიზარის მიწებზე, ასევე ქვეყნის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა.

საბერძნეთში ხანძარი 23 ივლისს დაიწყო, რასაც 91 ადამიანი ემსხვერპლა, 25 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები