LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო 5 ადამიანი დაშავდა

49
674536574

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ცეცხლის გავრცელებას ხელი მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა შეუწყო.

ხანძარი საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ტყეში გაჩნდა. ცეცხლი საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-მდე მეხანრძე, 8 სახანძრო თვითმფრინავი, შიდა ვერტმფრენი, ასევე სახანძრო სამსახურის სპეციალური დანიშნულების ძალების ნავია ჩართული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები