LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა „საბავშვო ინტერნეტი“ შემოიღო

108
Screenshot 2025-04-25 144159

საბერძნეთი ამზადებს სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც მშობლებს დაეხმარება, რომ ბავშვები ინტერნეტის საშიში კონტენტისგან დაიცვან. სიახლის შესახებ euro news წერს.
პროგრამა ბავშვის ასაკს საჯარო რეესტრიდან გადაამოწმებს და დედებსა და თუ მამებს არასასურველი საიტების, სოც-ქსელების დაბლოკვაში დაეხმარება. და უფრო მეტიც, ქსელში გატარებულ დროსაც შეზღუდავს და გააკონტროლებს.

სისტემა ბავშვის ასაკის შესახებ ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს ონლაინ-პლატფორმებს. ეს კი სერვისებს საშუალებას მისცემს, არასრულწლოვანებს წვდომა შეუზღუდოს შეუფერებელ კონტენტზე დამატებითი მოთხოვნის გარეშეც.

საბერძნეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ევროპამ უნდა მიიღოს საერთო წესი, რომელიც ბავშვებს საზიანო კონტენტისა და ციფრული დამოკიდებულებისგან დაიცავს. მათი სურვილით „ციფრული სრულწლოვნების ასაკი“ 15 წელი უნდა იყოს და ამ ასაკამდე სოც-ქსელებში დარეგისტრირება მხოლოდ მშობლების ნებართვით უნდა იყოს შესაძლებელი. ასევე ქვეყანას სურს, რომ ინტერნეტზე წვდომის მქონე ყველა მოწყობილობას მშობლები აკონტროლებდნენ.

ყველა ამ წინადადებას ევრო პარლამენტი 2026 წლისთვის განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები