12 ოქტომბრის ღამეს, საბერძნეთში, კატერინის მუნიციპალიტეტის პარკში, 32 წლის ქართველი მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს.
ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი მამაკაცი ერთმანეთს გაუკრკვეველი მიზეზით დაუპირისპირდა. რუსმა მოქალაქემ, ქართველი ემიგრანტი საძილე არტერიაში სასიკვდილოდ დაჭრა და შინ წავიდა, სადაც პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა, დამნაშავის სახლიდან დანა ამოიღეს.
გარდაცვლილი 32 წლის ქართველი ემიგრანტი, გიკა კობაიძეა, რომელსაც ერთი არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იყო და საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია ჩხუბის მიზეზი. თუმცა, ხმაურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მათ აქამდეც მწვავე კონფლიქტი ქონდათ, რაშიც საბერძნეთის პოლიცია იყო ჩართული.