LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

77
კარონა ახალიიიი

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საბერძნეთმა კორონავირუსის ახალი ვარიანტის ოთხი შემთხვევა იმ ადამიანებში აღმოაჩინა, ვინც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთიდან დაბრუნდა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

”ოთხივე დაინფიცირებული, ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება”. ამის შესახებ, Reuters- ს საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბერძნეთი ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ხელისუფლებამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისევ გაამკაცრა კორონავირუსული რეგულაციები – დახურა სილამაზის სალონები და წიგნების მაღაზიები, რომელთა გახსნაც საშობაოდ იყო დაგეგმილი.

ქვეყანაში, სადაც გასულ კვირას COVID-19– ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაცია დაიწყო, კორონავირუსის 140 099 დადასტურებული შემთხვევა და 4 957 გარდაცვალება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა და გავრცელებული ინფორმაციით, გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ჩინეთში ერთი წლის წინ გამოვლინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g