LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

60
0017f5b8-1600

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, სადაც უკვე მეექვსე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამ დროისთვის კუნძუზე 570-ზე მეტი მეხანძრე იმყოფება. აქ ხანძრის ორი აქტიური კერაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.

„როიტერი“ იტყობინება, რომ ბოლო დღეებში უკან დაიხია კერებმა, რომლებიც დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთის უბნებს ემუქრებოდა. ქვეყანაში ხანგრძლივი ძლიერი სიცხეების და ქარის შემდეგ ტყის ხანძრები სხვადასხვა ადგილას გაჩნდა, დაიწვა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, სახლები და ბიზნესები.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო საბერძნეთის არმია, ქვეყანას ეხმარება საფრანგეთი, ეგვიპტე, შვეიცარია და ესპანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g