ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი არასრულწლოვანი დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურზე გადასასვლელად სპეციალური საშვები დაუშვა. ენგურს გაღმა მცხოვრები ჭოლარიების ოჯახი სამძიმარს დღეს მთელი საქართველოდან იღებდა.
გიგა მაქარაშვილი: „არავინ იმსახურებს იმ ჯოჯოხეთს, რომელიც ამ წამს 5 შვილის დაკრძალვაზე მყოფი მშობლების გულებშია“
ამის შესახებ გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.
მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
კადრები საბერიოდან: ხანძრის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახთან ბესარიონ აპლია მივიდა