საბრინა კარპენტერმა ,,ჰელოუინი” სცენაზე აღნიშნა. 31 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე, არტისტმა ტრანსფორმაცია სამჯერ განიცადა. მომღერალმა დღესასწაულისთვის, სამი სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგო.
სიმღერის – Manchild შესრულებისას, კარპენტერი აუდიტორიას DC-ის კომიქსების ერთ-ერთი გმირის, ,,ქალი საოცრება” კოსტიუმით მოევლინა.
Espresso მან 60-იანი წლების ანიმაციური სიტკომიდან – The Flintstones, ფრედ ფლინსტოუნის იმიჯით შეასრულა.
მარგო რობის მიერ განსახიერებულ ,,ბარბად” გარდაიქმნა შემსრულებელი, როცა მოულოდნელად დანიურ-ნორვეგიული დენს-პოპ ბენდის, Aqua ჰიტი – Barbie Girl იმღერა.
საბრინა კარპენტერის მიმდინარე ტურნე ლოს-ანჯელესში, 23 ნოემბერს დასრულდება.