ქსელში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა ,,დისნეიმ” 2010 წლის ანიმაცია – ,,ჩახლართული“, ასევე ცნობილი როგორც ,,რაპუნცელი”, ცოცხალი მოქმედების ფილმად გადაიღოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ინტერნეტმომხმარებლებს უკვე ჰყავთ კანდიდატი, ვისაც მულტფილმის ლაივ-ექშენ ადაპტაციაში მთავარი როლის შემსრულებლად მოიაზრებენ.
ამ დროისთვის, რაპუნცელის როლზე მთავარი პრეტენდენტი, 25 წლის მომღერალი – საბრინა კარპენტერია. საზოგადოების აზრს იზიარებს, ანიმაციაში რაპუნცელის ხმა – მენდი მური.
ცნობისთვის, Tangled ციხე-კოშკში გამოკეტილი პრინცესას ჯადოსნური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/07/2024-07-02_13-45-53_491340.jpg)