თბილისის მეტროს საბრუთალოს ხაზი დაკეტილი იყო. როგორც ცნობილია, მეტრო ვაჟა ფშაველას სადგურიდან ვაგზლის მოედნამდე ხალხს 10-12 წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ.
როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა, საბურთალოს ხაზის დაკეტვა, ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია, პირველი ხაზი კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
“მეტროსადგურ წერეთელზე, შეფერხება იყო, მოძრავ შემადგენლობას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და საჭირო გახდა მისი გარაჟში გაყვანა. ახლა სათადარიგო მატარებელი გავიდა ხაზზე და მგზავრების გადაყვანაც განახლდა,” – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში “ფორტუნასთან”.