LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭირო იქნება? გზას გადავკეტავთ, მაგისტრალს დავკეტავთ, საჭირო იქნება შენობების პიკეტირება? ამასაც გავაკეთებთ – ხაბეიშვილი

66
ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გააკეთებენ იმას, რისი უფლებაც მინიჭებული აქვთ კანონით და კონსტიტუციით.

ხაბეიშვილის თქმით, თუ საჭირო იქნება – გზას გადაკეტავენ, მაგისტრალს დაკეტავენ და თუ საჭირო იქნება პირობითად შენობების პიკეტირება, ამასაც გააკეთებენ, თუმცა მისი თქმით, ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი:

“პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ვადევნებთ თვალყურს ხელისუფლების მხრიდან განცხადებებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ისინი ელოდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციას. ესენი ცოტა კარგად ვერ არიან, ერთი სული აქვთ, როგორ განადგურდება მესამე პრეზიდენტი ფიზიკურად, რისი შესაძლებლობაც ჩვენ არ უნდა მივცეთ.

ის, რომ დღეს აქცია არ დაიშლება, ის, რომ წინააღმდეგობრივი იქნება, ის, რომ ჩვენ კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას ვაპირებთ, ეს ცხადია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი. რაც გვაქვს კანონით, ასევე კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, გავაკეთებთ. საჭირო იქნება? გზას გადავკეტავთ, საჭირო იქნება? მაგისტრალს დავკეტავთ, საჭირო იქნება პირობითად შენობების პიკეტირება? ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი, მშვიდობიანი და მშვიდობიანი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე იმართება.

უდუმაშვილი: დღეს ათიათასობით ადამიანი მოვა თავისუფლების მოედანზე, ეს პროცესი აღარ გაჩერდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g