LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ: კულუმბეგოვი

52
ბიძინა კულუმბეგოვი

“როგორც ერთი ექიმი, ექსპერტი, საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ, მოწოდება იყოს რესპირატორების გამოყენებაზე ასაკოვან ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპირდვითარებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ აგვისტოს ბოლოსკენ საქართველოში დელტა შტამი დომინანტი იქნება.

მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეცეთ ადამიანებს საშუალება, ვაქცინა დროის მოკლე მონაკვეთში გაიკეთონ:

“არსებული ციფრებით პანდემიის მართვა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც მოწყვლადი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, ვფიქრობ, აუცილებელია. როგორც ერთი ექიმი, ექსპერტი, საჭიროდ მიმაჩნია პირბადის წესის რეგულაციის შემოტანა შენობის შიგნით და შენობის გარეთ, მოწოდება იყოს რესპირატორების გამოყენებაზე ასაკოვან ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. მიმაჩნია, აუცილებლად 5-10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.

ალბათ, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ღია სივრცეში უნდა იყოს კვების ობიექტები დაშვებული, რადგან ეს არის სივრცეები, სადაც ადამიანები კვების დროს ვერ იყენებენ პირბადეს; აუცილებელია ტესტირების დიდი რაოდენობა, რათა მეტი დაავადებული გამოვავლინოთ, მათი იზოლაცია და კარანტინი შევძლოთ. რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ ადამიანებს საშუალება, დროის მოკლე მონაკვეთში გაიკეთონ ვაქცინა.” – თქვა კულუმბეგოვმა.

მან სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ძალიან ტრაგიკული და სავალალოა:

“ეს ძალიან ტრაგიკული და სავალალოა. მყისიერად გადასადგმელია ნაბიჯები და არსებული რეგულაციების აღსრულებაზე ძალიან სერიოზული მეთვალყურეობის და მონიტორინგის დაწესებაა საჭირო.” – თქვა იმუნოლოგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები