საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში მომხდარ სტიქიური უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მაშველებმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მე-15 ადამიანი იპოვეს
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ბიზნეს ასოციაცია სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ პროცესში ჩაერთოს:
„გვინდა, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა რაჭაში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ, ყველანი ერთად შევძლებთ ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.
აქვე მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ მძიმე შრომას, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გადიან, შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებთან ერთად. იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესებში, შეუფასებელი და უზომოდ დიდია, რადგან ამ უმძიმეს პირობებში, სწორედ მათ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.
საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რადგან ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერაა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მათი უმძიმესი მდგომარეობის გამო.
ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო-სამძებრო ქმედებებში ჩართული ადამიანების ძალისხმევით დროულად მოხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა და მათი გადარჩენა“, – წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და…
Posted by Business Association of Georgia – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია on შაბათი, 05 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში.