შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მარიტა გუტაშვილი: „ნუ მაიმედებთ, უბრალოდ საქმეს მიხედეთ, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ“
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში.