LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა გუტაშვილი: „ნუ მაიმედებთ, უბრალოდ საქმეს მიხედეთ, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ“

1244
Untitled design

„როგორც ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე რაღაც დაგროვდა, ამიტომ ეს ტერიტორია უნდა გამოკვლეულიყო. ხომ შეიძლება, ამის შესწავლა ყოველწლიურად მოხდეს, რომ ასეთი მსხვერპლი არ იყოს და ასე არ ჩაგვეხოცოს ხალხი“, – ამის შესახებ „მთის ამბებთან“ განაცხადა შოვში მცხოვრებმა მარიტა გუტაშვილმა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებს ოჯახის ცხრა წევრს.

„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს

როგორც მარიტა გუტაშვილის თქმით, „გასული სამი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს  უსაფრთხოების ასამაღლებლად არანაირი ზომები არ მიუღია“.

„2020 წელს ამ ადგილზე ჩამოწვა მეწყერი, მაშინ მარტო კოტეჯები წაიღო, თუმცა მაშინაც ძლივს გადავრჩით. ჩვენი სასადილო და კიდევ ერთი კოტეჯი შემაღლებულ ადგილზე იყო და მე ვფიქრობ, ჩემები ახლაც მანდ გაჩერდნენ, იმიტომ, რომ არ ეგონათ ალბათ, ასეთი მასშტაბის მეწყერი…

ყველამ ვიცით, რამხელა თოვლი მოდის შოვში, ყველამ ვიცით, რომ ყველა გაზაფხულზე უნდა ახვიდე და ის ტერიტორია, საიდანაც ასეთი შემთხვევა მოხდა, თავიდან შეამოწმო. იქნებ კიდევ რაღაც გუბდება.

გაუშვი კომპეტენტური ადამიანები – ბიძაშვილები და მამიდაშვილები კი არა, ვერაფერს რომ ვერ იგებენ – სპეციალისტები, ვინც შეისწავლის, რა ხდება, რომ ვიცოდეთ, შესაძლებელია თუ არა იმ წელს კოტეჯებში დარჩენა.

ყველაფერი ლაფშია და ლაფი არსად ტოვებს ჰაერს. შესაბამისად, ნუ მაიმედებთ, უბრალოდ საქმეს მიხედეთ, რომ დახოცილი ადამიანები მაინც ამოიყვანოთ, ისეთი დასახიჩრებულები მაინც არა, როგორც ფოტოზე ვნახე“, – თქვა მარიტა გუტაშვილმა.

ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს 

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 13 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g