შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
მაშველებმა მეცამეტე გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგული ნინო კენჭაძე გარდაცვლილი იპოვეს
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად 13 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ეპიცენტრში კვლავ მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა.
მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უკვე მოახერხეს.
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში