LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის 

667
Untitled design

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი გარდაცვლილი ზაზა მესხის მეუღლე, ალინა პოლიკოვსკაიაა.

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე ავრცელებს:

„პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.

ზაზა მესხის მეუღლის გარდაცვალების შესახებ წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი დიანა ჭანკოტაძეც:

„ზაზა მესხი რომ გავიცანი, პარიზში ერთი დაბნეული სტუდენტი ვიყავი და ზაზას ლონდონის ქართულ გაზეთში დავიწყე ბეჭდვა.

პირველი სტატია ნიკოლა სარკოზიზე დავუწერე, თავისი ტკბილი საუბრით მითხრა „საუკეთესოდ წერო“ და მას მერე არ დავუკარგივარ.

ზაზა მესხი დიდი ადამიანია, მისი სამშობლოსადმი სიყვარული უკიდეგანოა და მრავალი უკეთებია მისთვის.

ბოლოს 30 აპრილს მოუწერია, ისევ სამშობლოს საქმეზე, სადაც დაუყონებლივ დახმარება გაუწია ახალგაზრდებს.

ზაზა და მისი საოცარი ოჯახი იმ სამშობლომ არ უნდა შეიწიროს, რომელსაც ასე აღმერთებს.

შემდგარი, ძლიერი, წარმატებული კაცი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაისვენებდა, მაგრამ არა, მშობლიური მთები არჩია.

მისი ულამაზესი ალინა გარდაცვლილი იპოვეს.

აკმარე ღმერთო ზაზას, აკმარე ვაჟკაცურად გააძლებინე ეს ტრაგედია თავისი სამი ბიჭით“, – წერს დიანა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში.

 

 

ზაზა მესხი რომ გავიცანი პარიზში ერთი დაბნეული სტუდენტი ვიყავი და ზაზას ლონდონის ქართულ გაზეთში დავიწყე ბეჭდვა.

პირველი…

Posted by Diana Chankotadze on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

 

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შოვში, ერთ-ერთ კოტეჯში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში დაღუპულია 12 ადამიანი.

მაშველები კვლავ აგრძელებენ სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები