LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერეში, დევნილებს ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე ჩაუტარდათ

45
1

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის კაბინეტი მოეწყო და დევნილ პირებს ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაუტარდათ, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება:

“მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესს. ერთი მხრივ, მობილური ამბულატორიები ჩაგვყავს დევნილთა დასახლებებში და მეორე მხრივ, ვუზრუნველყოფთ მათ ტრანსპორტირებას სხვადასხვა კლინიკებში. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. მოვუწოდებ ჩვენს დევნილებს გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.” – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესა და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანთან ერთად გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები