საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი რეაბილიტირებული გზით ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი, ბეტონის კიუვეტები, ბორდიურები და წყალამრიდი ლითონის მილები.
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისიღირებულება 3 499 000 ლარია.
”არსებული გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. რეაბილიტაციის შემდეგ საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს. პროექტზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა” – აცხადებენ უწყებაში.
