LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები  სელფის სანაპიროზე

665
სელფი მობაილი

ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის „ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე“ ფარგლებში, ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარედ, დამსვენებლებს სელფის სანაპიროზე ეპატიჟება.

სელფის მრავალფუნქციურ სივრცეში, 25 სექტემბრის ჩათვლით, დაგხვდებათ ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა.

გარდა ამისა, სელფის სანაპიროზე ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგალითად, ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები საკუთარ ჰიტებსაც შეასრულებენ.

სელფის სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ლარად –  ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეციალური ფასდაკლებები.

„ზაფხულის ეს ინიციატივა სელფის საკომუნიკაციო პლატფორმის – „ვილაპარაკოთ“  ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან გულწრფელი, ღია და ღირებულებაზე დაფუძნებული დიალოგი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია საინტერესო არტისტები და მათთან ერთად გაგვეგრძელებინა საუბარი მომხმარებლების მიერ შერჩეული თემების ირგვლივ. სელფის სანაპიროზე დამსვენებლებს დახვდებათ დროის საუკეთესოდ გატარებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის უამრავი სხვა აქტივობაც, მათ შორის თამაშები, კარგი მუსიკა – რაც მთავარია მოწესრიგებულ სივრცეში”, – აცხადებენ სელფი მობაილში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g