მუსიკოსი მაგდა ჯოხაძე ჟურნალ „სარკის“ 19 ნოემბრის ნომერში, ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.
მომღერალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბებია გახდა, ინტერვიუში თავის მოვლის რუტინასა და იმ ცოდნაზე საუბრობს, რომელიც მას ბებიისგან გადაეცა – როგორც მაგდა ჯოხაძე აღნიშნავს, მას ბებიამ ასწავლა საცხების დამზადება, რომლებიც ახალგაზრდობას უნარჩუნებს.
„უკვე რამდენიმე წელია, საცხებს თავად ვამზადებ. ბებიამ მასწავლა სახის სკრაბებისა და კრემების დამზადება. სახლში ვამზადებ და ჩემი დამზადებული კრემები კარგადაც იყიდება. ჩემი მომზადებული საცხები მინარჩუნებს ახალგაზრდობას… კლასიკურად ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა. ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველთვის გამოპრანჭული ვერ ვიქნები. ყოველდღიურად თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. სპორტული სტილი – არა, მაგრამ ჯინსები მიყვარს… გემოვნება და ხასიათი დიდად არ შემცვლია. ერთადერთი ის არის, რომ დღემდე მიყვარს მინი კაბები, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, ძალიან მოკლე კაბებით ვეღარ დავდივარ“, – აღნიშნავს მუსიკოსი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
