LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საცხოვრებლად საშიშია, 2 ოჯახი გაყვანილია“ – ახალი დეტალები ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევაზე

69
ჩამონგრეული სახლი ავლაბარში

ავლაბარში, არმაზის შესახვევში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრევისას არავინ დაშავებულა. გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, სახლი ავარიულია, თუმცა ისტორიული სტატუსიდან გამომდინარე, მისი გამაგრება გამგეობას არ შეუძლია.

როგორც მანვე აღნიშნა, ორი ოჯახი უკვე ქირითაა გადაყვანილი.

„ეს არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და გამგეობის პრეროგატივა არ არის. თან, იმხელა თანხა ჯდება, რომ გამგეობას მისი გამაგრების შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის მე-5 კატეგორიის ავარიული შენობა. საცხოვრებლად საშიშია. მოსახლეობას განემარტა, რომ საშიშია და ვთხოვეთ ქირით გასვლა. 2 ოჯახი გაყვანილია, მოთხოვნის შესაბამისად სხვასაც გადავიყვანთ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გამგეობის წარმომადგენელმა, ლაშა გოგუამ.

ამასთან ერთად, მაცხოვრებლები შენობისთვის ძეგლთა დაცვის სტატუსისაც მოხსნას ითხოვენ, რათა ინვესტორმა მისი რეაბილიტაცია შეძლოს.

„ეს სახლი წითელ ზოლშია და ძეგლთა დაცვის სტატუსი აქვს მინიჭებული, ამიტომ ვთხოვთ, რომ მოგვიხსნან, რათა ინვესტორმა შეძლოს შემოსვლა. შვიდის ნახევარზე მოხდა ჩამონგრევა, უფლის მადლით, არავინ არ მოყვა. მოთხოვნაა, რომ ან ძეგლთა დაცვის სტატუსი მოუხსნან, ან რეაბილიტაცია გაუკეთონ.“- უთხრა ტვ „რუსთვი 2“-ს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

ფოტო: ტვ „რუსთვი 2“