ისეთი საცურაო კოსტიუმებით ბანაობა, რომელიც ქალის მთლიან სხეულს ფარავს, იკრძალება. გერმანიის ქალაქ ნოიტრაუბლინგის მერმა ბურკინით ბანაობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჰიგიენის დაცვის გამო მიიღო.
ბავარიულ ქალაქში ცურვის საჯარო სკოლაში ოთხშაბათობით იმართება ღონისძიებები, სადაც მხოლოდ ქალები ცურავენ. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე კი ახალგარზდა არაბი ქალი ბურკინით გამოჩნდა, მას ხელების, ტერფებისა და სახის გარდა მთელი სხეული დაფარული ჰქონდა. მერი, ჰაინც კიხლე ამბობს, რომ მას ბურკინთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა სხვა ქალები, რომელიც ცურვაზე დადიან ამბობენ, რომ სრულად დაფარული სხეულით ბანაობა აუზის ჰიგიენას ეჭვქვეშ აყენებს.
„რა საჭიროა ბურკინით ცურვა მაშინ, როცა აუზში მხოლოდ ქალები არიან, არ მესმის,“- ამბობს მერი.
აუზთან განათავსეს ნიშანი, სადაც წერია, რომ ცურვა ნებადართულია მხოლოდ ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმებით.