LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებას ჰპირდებოდა? – არსად!“ – გიორგი ვაშაძე

159
Untitled design (65)

სად არის ის დიდი წარმოებები, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჰპირდებოდა საზოგადოებას? – არსად, რადგან ხალხი მოატყუეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისკენ გზა არის ცვლილებები – დიახ, ვცვლით ხელისუფლებას!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება და კინკლაობა წარსულს ჩაბარდება.

„ვცვლით ხელისუფლებას, ვხდებით ევროკავშირის წევრი დაჩქარებული წესით და კეთილდღეობას იღებს ქვეყანაში ყველა.

ევროკავშირი ხომ ეს არის – დოვლათის თანაბრად გადანაწილება. არა ის, რომ ელიტა მდიდარია და ხალხი – უკიდურესად გაჭირვებული, არამედ ის, რომ დოვლათი მაქსიმალურად თანაბრად ნაწილდება. დიახ, ვცვლით ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებებს და კინკლაობას ვაბარებთ წარსულს! აღარ იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში იქნებიან, მიშაც იქნება თავისუფალი და ამით დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ქვეყანაში. ყველა პროფესიონალი ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში, განვავითარებთ წარმოებას, რეგიონებს, სოფლებს, ტურიზმს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ქვეყანაში პერსპექტივა და აღარ იყოს სამუშაო ადგილის პრობლემა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები