LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დავაბანდოთ კაპიტალი 2016 წელს?

60

”ადმირალ მარკეტსის” დირექტორი ქართველ და უცხოელ ინვესტორებს 2016 წლისთვის კაპიტალდაბანდებას რამდენიმე სფეროში ურჩევს. სამომავლო ინვესტიციების შესახებ დავით წიქარაძე „ფორტუნას“ ესაუბრა.

მისი განცხადებით, ინვესტიციები ორ მიმართულებად უნდა გაიყოს: სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები. „ პირველ რიგში მიმზიდველი და საინტერსოა ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე საპორტო ტერმინალები, რადგან საქართველოს ადგილმდებარეობა ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია,“- განაცხადა დავით წიქარაძემ.

”ადმირალ მარკეტსში” როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან სფეროდ სოფლის მეურნეობის მიმართულებას მიიჩნევენ. დავით წიქარიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გლეხებისთვის განკუთვნილი სუბსიდირების პროექტები არ იგულისხმება. საჭიროა, გაცილებით მასშტაბური პროგრამები.

ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ სექტორებს შორის ანალიტიკოსებმა ასევე მთის რეგიონის განვითარება და ტურიზმი დაასახელეს. დავით წიქარიძე ტურიზმის მიმართულებას მომგებიანად მიიჩნევს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g