დავით ბაგრატიონი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ თავის პირველ მეუღლეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დაშორდა, ხელახლა დაქორწინდა. მისი მეორე ცოლი ირინა ბეგაშვილი გახდა, რომელსაც პრინცესა ირინად მოიხსენიებენ. შეგახსენებთ, რომ ბეგაშვილი გახლდათ დავით ბაგრატიონის კიდევ ერთი საყვარელი ქალი, ოღონდ შორენა – ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი და სამეფო ტახტის მემკვიდრე სწორედ დავითის ანა ბაგრტიონ-გრუზისნკიზე დაქორწინების გამო დაშორდნენ…
დავით ბაგრატიონი პრინცესა ირინასთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩნდება. 20 იანვარს ცოლ-ქმარი ერთად დაესწრო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი გიორგი იყო საქართველოს სამეფო სახლის მეთაური 1977-2008 წლებში.
დაიბადა იტალიაში, რომში 1944 წლის 22 თებერვალს. გარდაიცვალა თბილისში 2008 წლის 16 იანვარს. ბატონიშვილი გიორგი სამეფო ღირსებით დაკრძალეს 2008 წლის 20 იანვარს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სამეფო ოჯახის პანთეონში.
დაკრძალვის ცერემონიალზე ლიტურგიას და საეკლესიო მსახურებას უძღვებოდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე.
ბატონიშვილ გიორგის დარჩა ოთხი შვილი: ბატონიშვილები მარია, ირაკლი, დავითი და უგო.