LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიდიან რუსები ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

67
ფრენა

ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, დღეს რუსეთიდან ცალმხრივი ფრენების ბილეთები სწრაფად გაძვირდა და გაიყიდა. ინფორმაციას Reuters-ს ავრცელებს.

როგორც Google Trends-ის მონაცემებიდან ჩანს, გაიზარდა Aviasales-ის ძებნის მაჩვენებელი, რომელიც ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად ყველაზე ცნობილი საიტია რუსეთში.

Aviasales.ru-ს საიტზე ბილეთები სრულად გაიყიდა მოსკოვიდან პირდაპირ ფრენებზე სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით. ორივე მიმართულებაზე რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალება აქვთ.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 21 სექტემბრიდან შევიდა და მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უკრაინის „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დაცვას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და უკრაინის „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ხალხის დაცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g