LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეიძენთ კერძო სახლს ყველაზე იაფად თბილისში – სიძვირით მთაწმინდა და ვაკე გამოირჩევა

241
Panoramic view of Tbilisi, Georgia

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 პროცენტი). 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.

უწყების ცნობით, 2023 წლის 1-ელ კვარტალში კერძო სახლების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

მთაწმინდა – 3 619 ლარი;
ვაკე – 3 405 ლარი;
საბურთალო – 2 944 ლარი;
დიდუბე – 2 717 ლარი;
ჩუღურეთი – 2 451 ლარი;
კრწანისი – 2 213 ლარი;
ისანი – 2 194 ლარი;
სამგორი – 2 002 ლარი;
ნაძალადევი – 1 958 ლარი;
გლდანი – 1 864 ლარი.

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა – რამდენით გაიზარდა გასაყიდი ფასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g