LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 12%-ით შემცირდა – რამდენით გაიზარდა გასაყიდი ფასი

221
თბილისის-მშენებლობა

2023 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 368 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბაზრის ზომა 4%-ით, 186 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

მათი ინფორმაციით, 2023 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის მარტთან შედარებით, მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა.

თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი 125%-ით გაიზარდა – რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა

„2023 წლის მარტში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა, 1 258 ერთეულამდე.

2023 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g