LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი” – აქციის მონაწილეები ბათუმის მერს

109
aqciaaaaaaaaaaa

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა. მანამდე სხდომის ჩასაშლელად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დააქცია, რომელიც მისი მტკიცებით უსაფრთხოა.

ამ წუთებში სხდომათა დარბაზთან რჩებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„არჩილ ჩიქოვანო შენ ხარ მონა, სისხლიანი, სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი, მხოლოდ მოსყიდვისა და შანტაჟის ფონზე მოგიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს“, – განუცხადეს საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს.

შეგახსნებეთ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები მოითხოვენ ქალაქის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ არ დაამტკიცოს, რადგან მას “ვადა გაუვიდა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g