LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება.. ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო, ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით… დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრება…“ – გოგა ბერიძე

839
Untitled design (7)

ჟურნალისტი გოგა ბერიძე რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული ლუკა დუდაშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სტიქიის დროს ყველა დაღუპული მისთვის უდიდესი ტკივილია.

7 წლის ლუკა დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა -“ჯერჯერობით მხოლოდ ლუკა არის ნაპოვნი”: რას წერს გარდაცვლილის ნათესავი

ვიდეო: „ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი.. არავინ შემხმიანებია ოფიციალურად. ნეტავი გადარჩნენ“ – მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში ცოლსა და 3 მცირეწლოვანს ეძებს

შოვში ლუკას, ანდრიას, ანასტასია დუდაშვილებს დედასთან, ნატო ჭელიძესთან ერთად ამ დრომდე ეძებენ

„სადაა ამ ცხოვრების სამართალი და კანონზომიერება… ეს დღეები ვიკავებდი თავს არ გავგიჟებულიყავი… იმედით ვყოფილიყავი რომ გამოჩნდებოდა… დღეს ეს უაზრო იმედიც, გულიც და სულიც ჩაიფერფლა…. ლუკა დუდაშვილი ჩემი შვილის კლასელი იყო… რა თქმა უნდა ვიცნობდი დედამისს და მის დედმამიშვილებსაც… ერთი წელი გაგრძელდა ჩემი შვილის და ლუკას მეგობრობა… მშობლები ლუკას პირველ მერცხალს ვეძახდით: სკოლაშიც პირველი მოჰყავდა დედას და ბოლო გაკვეთილის შემდეგ, ფანჯრიდან გადმოიხედავდა ბრიალა თვალებით… ჩვენც ვხვდებოდით, რომ გაკვეთილები დასრულდა… დასრულდა ცქრიალა და თვალებციმციმა ბიჭის უმანკო ცხოვრებაც… ანგელოზად იქცა… მრცხვენია კიდეც ჩემს ემოციებზე რომ ვწერ… სესილის მისი მეგობარი ტყეში დაკარგული ჰგონია და უკვე მეათასედ მეკითხება ხომ არ უპოვიათო… ან როგორ ვუთხრა, ან რა სიტყვებით ავუხსნა… მრცხვენია და გამწარებული ვარ ამ ცხოვრების უკანონობის… როგორ და რა სიტყვებით ვანუგეშო დაქცეული, განადგურებული და გამქრალი ოჯახის მამა…

…ზაზა მესხი და მისი ოჯახიც ჩემი ტკივილია, რომელსაც წლებია ვიცნობდი და ვიცოდი მისი დიდი ადამიანობის შესახებ… განა მარტო დუდაშვილების და მესხების ამბავის ტკივილი მაგიჟებს?- ყველა გარდაცვლილს დავტირი..“, – წერს გოგა ბერიძე.

„მიუხედავად რეალობისა, ლუკას მამა იტოვებდა უფლებას ეყურებინა უსასრულობაში, ტალახით ამოვსებული ხეობის წინ მდგარიყო და ეფიქრა სასწაულზე, რომელიც შვილებთან, მეუღლესთან ჩახუტების საშუალებას მისცემდა.. პატარა ლუკა დიდ სტიქიას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა“ – ქეთევან ქარდავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g