სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, მისთვის ფრანკფურტის წიგნის 70-ე გამოფენის გახსნა დიდი პატივია. “ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე – რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე აშკარა და ცხადია. პირველი ის გახლავთ, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.
მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი”,- განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.