LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორისაა

21175A6A-94C4-4922-A456-518464CD7970_w1023_r1_s

ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. პუბლიკაცია, რომლის სათაურიც გახლავთ „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“, ფედერიკა მოგერინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, საქართველო ევროკავშირის უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„წელს საპატიო სტუმარი იყო საქართველო, ევროკავშირის უახლოესი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩემთვის ემოციური იყო საუბარი იმაზე, რაც ჩვენ, როგორც ევროპელებს გვაერთიანებს – ჩვენი კულტურა, იდენტობა, უფრო სწორად კი ათასობით იდენტობები, რომლებიც ერთად ცოცხლობენ, როგორც ერთიანი ევროპული იდენტობის შემადგენელი ნაწილი“, – წერს ფედერიკა მოგერინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები