LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო Aurus, სუპერქარი LAda და ახალი BMW – კვირის მთავარი ამბები

177
aurusbmw

ავტოექსპერტებმა გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული სიახლეები მოაგროვეს და მათ შორის ორკარიანი კაბრიოლეტი, უზარმაზარი Range Rover და Lada-ს ელექტრონული სუპერქარის პროექტი მოხვდა.

Aurus

ამ კვირაში Aurus-მა ერთდროულად ორი სიახლე წარმოადგინა. პირველი ეს იყო სადღესასწაულო კაბრიოლეტი, მეორე კი უზარმაზარი ყველგანმავალი, სახელად Komendant. თუკი „აურუსის“ ორკარიანი ვერსიის ყველა დეტალის ნახვაა შესაძლებელი, კროსოვერის შემთხვევაში მხოლოდ მისი ძარის რამდენიმე დეტალი ვრცელდება.

BMW 8 Series Gran Coupe

კომპანია BMW-მ ოთკარიანი „რვიანის“ პირველი გამოსახულება გაავრცელა. ჯერ-ჯერობით სიახლის სილუეტის ნახვაა შესალებელი და მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ ივნისის ბოლოს გავრცელდება.

Aston Martin Vantage

როგორც ჩანს, “ასტონი“ მექანიკაზე უარის თქმას არ აპირებს და სუპერქარ Vantage AMR-ის ახალი ვერსია გამოუშვა. 510 ძალის მქონე მოდელი 8 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g