LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

80
11

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესამსუბუქებლად მოქმედებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში მსუბუქდება.

ახალი წლის შემდეგ, ახლა უკვე შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ხალხმრავალი შეკრებები და სტუმრობა ინფექციის გავრცელების რისკს უფრო გაზრდის და საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

პანდემიის დროს, სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ წახვალთ სტუმრად, ან თუ თქვენ გეწვევიან სტუმრები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს რეკომენდაციებს სადღესასწაულო შეკრების უსაფრთხოდ გასატარებლად:

❌  ვახშმობის დროს არ გამოიყენოთ საერთო/საზიარო ჭურჭელი;

❗    თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სადღესასწაულო შეკრებაზე სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;

❗    პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს;

❗    სადილობისას აუცილებელია, გარშემომყოფებისგან, სულ მცირე, ერთი მეტრი დისტანცია დაიცვათ;

❗    დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;

❗    დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი.

 

შობის დღესასწაულს უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა, ეს რისკის მატარებელია: თამარ გაბუნია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

magti 5g