საეკლესიო დღესასწაულების აღნიშნვასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ წინა წლის მსგავსად ეკლესია წელსაც ეკლესიისა და ხალხის გვერდით დადგება.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც დიდი იმედი გვქვს მათი მხარდაჭერის. საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან“. -აღნიშნა ტიკერაძემ.