LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, “ოცნება” აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს: ხატია დეკანოიძე

63
ხატია დეკანოიძე

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, “ქართული ოცნება” აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

” „ქართული ოცნება” აგრძელებს ამ მოქმედებას, რაც გულისხმობს, რომ აირჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც არიან რეჟიმის ძალიან ახლო მსახურები.” – აცხადებს დეკანოიძე

მისი თქმით, ბოიკიოტი არ შეწყდება, ხოლო ობიექტური და სამართიანი სასამართლოს შექმნა შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ამ ხელისუფლების არ არსებობის შემთხვევაში.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და ჩვენი პარტია ვართ საპარლამენტო ბოიკოტში და რეალურად არაერთი მხილების მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” აგრძელებს ამ მოქმედებას, რაც გულისხმობს, რომ აირჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც არიან რეჟიმის ძალიან ახლო მსახურები. შესაბამისად, ობიექტური მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს შექმნა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების არარსებობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოცილდეს ძალაუფლებას – ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტას არ ვაპირებთ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g