LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურით“ შეცვალა

472
საქართველოს ბანკი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილურით“ შეცვალა.

Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე გააუმჯობესა.

აღნიშნული ცვლილებები გამყარებულია ბანკის ეკონომიკური ციკლებისადმი გამძლეობის, გაუმჯობესებული მომგებიანობის და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით, რაც არსებულ რისკებს აბალანსებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები