“ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი,” – საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF მთავრობას ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
როგორც IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, თუკი არ გაიზრდება ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა, მაშინ საქართველო წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ შეძლებს.
IMF-ის მიერ “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატრებული მიმოხილვის დასკვნით განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფოს ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად დამატებითი მექანიზმების შემუშავება მართებს:
“ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვაქცინების მარაგების უზრუნველსაყოფად, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი.
კოვიდ-19-ის ახალმა შტამმა ან ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის მართვის მნიშვნელობის აუცილებლობას.” – აღნიშულია განცხადებაში.