LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა 7.7%-ს შეადგენს: ღარიბაშვილი

70
1

პრემიერ-მინსიტრის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 7.7%-ს შეადგენს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შეინარჩუნოს.

ღარიბაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, აერთონ ვაქცინაციის პროცესში:

“მე მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g