LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ არჩევნები შედგა: დავით ზალკალიანი

76
დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, „საერთაშორისო თანამეგობრობაში სრული კონსენსუსია იმაზე, რომ არჩევნები შედგა“.

როგორც ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა რომ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება.

„ჩვენ ვნახეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, სადაც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ეს იყო ძალიან მკაფიო შეფასება. ჩვენ ასევე ვნახეთ მოწოდება უმაღლესი თანამდებობის პირების, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მხრიდან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არჩევნები შედგა და მისი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები: ჯოზეფ ბორელი

 ამას ცალსახად ადასტურებს ეუთო/ოდირის დასკვნა, ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები, უამრავი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის IRI-ის განცხადება და ამაზე სრული კონსენსუსი არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

პოპულალურები