“საქართველომ სომხეთს უნდა მოუგოს. სხვა არაფერი ამ საღამოს არ მაღელვებს“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს ცალკეული ფეხბურთელის პოლიტიკური განცხადება.
მეტიც, მათგან სწორი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის მოლოდინი და ამისგან განსაკუთრებული ამბის შექმნაც შეცდომად მიმაჩნია.
საქართველომ სომხეთს უნდა მოუგოს. სხვა არაფერი ამ საღამოს არ მაღელვებს“, – წერს ნიკა გვარამია.