LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯი ცემით მოკლეს – სალვადორში არბიტრს მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა

133
მწვრტნეი

სალვადორში 63 წლის ფეხბურთის მსაჯი, ხოსე არნოლდო ანაია ცემით მოკლეს. შემთხვევა 12 ივნისს სამოყვარულო ჩემპიონატის ერთ-ერთი თამაშის დროს მოხდა.

გულშემატკივრები და ფეხბურთელები მსაჯს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც 63 წლის არბიტრმა ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

ფიზიკური დაზიანებების შედეგად, მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის იქ ცემისგან გამოწვეული შინაგანი სისხლდენის გამო დაიღუპა.

სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი ფაქტი დაგმო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g