LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფოსტო მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით მიმოქცევაში 2021 წელსვე შევა

258
with Logo

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, 2021 წელს მიმოქცევაში შევა საფოსტო მარკა, პირველი ქალი – საქართველოს ეროვნული გმირისა და მოწყალების დის მარო მაყაშვილის გამოსახულებით. ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g