LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს

117
2025-03-27_01-09-09_289787

საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დაუყოვნებელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს. მე გამოვაცხადე დამატებით 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება, რაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სადაზვერვო საკითხებს გულისხმობს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g