საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. იგი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას. ვიზიტის ფარგლებში ჟან-ივ ლე დრიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ხოლო 12 სექტემბერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრს ეწვევა, სადაც საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. იმავე დღეს საფრანგეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს 12 სექტემბერს დატოვებს.