საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში კაფსულა-საწოლები დადგეს, სადაც დაღლილ სტუდენტებს დასვენება შეეძლებათ. საქმე ისაა, რომ ბევრი მათგანი სწავლას ძალიან ბევრ საათს უთმობს და ძილისთვის დრო უბრალოდ აღარ რჩება, წერს the Mayor.
ფუტურისტული დიზაინის კაფსულას საკეტიც აქვს, რათა დაძინებული სტუდენტი არავინ შეაწუხოს.
ასეთი დასვენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, თუმცა სტუდენტებს სთხოვენ კაფსულებში ზედმეტად ბევრი დრო არ გაატარონ. ამასთან, შიგნით სმა-ჭამაც აკრძალული იქნება.