საფრანგეთის ნაკრებმა შინ ევროპის ჩემპიონობა დათმო და ქვეყანა საყოველთაო გლოვამაც მოიცვა, თუმცა ფრანგების პრობლემა მარტო ცრემლების ღვრით არ დასრულებულა. გერმანელებმა მასპინძლები ნაადრევ ზეიმში გამოიჭირეს და დასაცინად გაუხადეს საქმე.
გერმანულმა გამოცემა DIE WELT-მა სოცქსელებში გამოაქვეყნა GIF, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ჩემპიონი გუნდისთვის განკუთვნილ ღია ავტობუსს აწერია მადლობა და ევროპის ჩემპიონები. ეტყობა, ფრანგები ძალიან იყვნენ დარწმუნებულები გამარჯვებაში და ზეიმისთვის მზადებაც წინასწარ დაიწყეს. თუმცა მიუხედავად დიმიტრი პაიეს ”გმირობისა”, რომელმაც რონალდო ნაადრევად გამოთიშა თამაშს, ფორტუნამ საფრანგეთს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ ბოლოს სახტად დატოვა და ”ევროპის ჩემპიონები” სულ სხვა ქალაქში და სხვა ავტობუსს ეწერა.