საფრანგეთმა „ფეისბუქ-მეგობრები” ყალბ მეგობრებად გამოაცხადა. ასეთი დასკვნა უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელებში მეგობრობა ეს არ არის მეგობრობა ტრადიციული გაგებით და ეს უბრალოდ – ინტერესთა ერთობაა. ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ ერთ-ერთი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.
ფრანგმა იურისტმა 6 კოლეგას უჩივლა და მათი საქმიდან მოხსნა მოითხოვა, რადგან ექვსივე მათგანი „Facebook”-ზე მეგობრობდა. თუმცა, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და მსგავსი მეგობრობა არარეალურად სცნო.
დადგენილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ იურისტთა „მეგობრობა“ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.