LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა

საფრანგეთი

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ორ მეზობელ ქვეყანაში დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა. ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილების მიზეზი, იტალიის ვიცე პრემიერის, ლუიჯი დი მაიოს ქმედება გახდა. 5 თებერვალს იტალიელი პოლიტიკოსი პარიზთან ახლოს, მოძრაობა ყვითელჟილეტიანების ლიდერებს შეხვდა.

ფაქტის ამსახველი ფოტო ლუიჯი დი მაიომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე თავად გაავრცელა. ამის შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ იტალიას მოუწოდა, მათ შიდა პოლიტიკაში არ ჩაერიონ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ლუიჯი დი მაიოს შეხვედრა ახალ პროვოკაციად შეაფასა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

საფრანგეთის დიპლომატიური უწყების განმარტებით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g